Back To Top

foto1 foto2 foto3 foto4 foto5
The first online shopping guide in Georgia

TOP.GE

 

ვებ მაღაზიით www.zereshop.ge სარგებლობა საკმაოდ იოლია. პრინციპი იგივეა, რაც amazon. com-ზე

რა უნდა გქონდეთ:
1) აქტიური ელ.ფოსტა (ან შექმნათ ახალი)
2) VISA ან MASTERCARD საბანკო ბარათი.
3) პირადობის მოწმობა
4) მისამართი


იმისათვის რომ შესაძენად შერჩეული პროდუქციის კალათში დამატება შეძლოთ, თავდაპირველად გაიარეთ რეგისტრაცია, სტანდარტული პროცედურა ნებისმიერი მსგავსი სისტემისთვის. მიუთითეთ სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, პირადი ნომერი, მობილურის ნომერი და მისამართი. ყველა მონაცემი აუცილებლია იყოს ზუსტი და დეტალური, რათა არ მოხდეს შეფერხება მიწოდებაში და არ გაუქმდეს ან ვერ განხორციელდეს შეკვეთა. ერთი ან რამდენიმე პროდუქტის კალათში მოთავსების შემდეგ თუ შერჩევა დასრულებულია, აჭერთ ყიდვას და მიყვებით ეტაპობრივად, ყველა აღნიშვნასა და წარწერას დაკვირვებით ეცნობით. კითხულობთ პირობებს და აჭერთ პატარა კვადრატს "გავეცანი და ვეთანხმები". მომდევნო საფეხური - გადახდაზე გადასვლა. ღილაკის დაჭერის შემდეგ გაიხსნება ბანკის გვერდი, სადაც შეიყვანთ პერსონალურსა და ბარათის (ვიზა ან მასთერქარდი) მონაცემებს და გადაიხდით. დასრულების შემდეგ შეკვეთა აისახება თქვენს ანგარიშში ვებ მაღაზიაში და აგრეთვე მიიღებთ ელ.ფოსტაზე. შეძენის დასრულებამდე შესაძლებელია პროდუქციის კალათშივე მოდიფიკაცია: რაოდენობის ან სახეობის დამატება, გამოკლება, შეცვლა. [ სარეგისტრაციო ბმული - --->  დარეგისტრირდით ] გზავნა ყველგან უფასოა 160 ლარიდან.

რეგისტრაციის ანკეტის შევსებისას ქალაქის ველში წერთ სათანადო ქალაქს - თბილისი, ბათუმი და ა.შ. - "ქვეყანა ან თბილისის შემოგარენი"-ს ჩამოსახსნელი მენიუდან ირჩევთ 'საქართველოს' თუ უკვეთავთ თბილისში ან რეგიონში და 'თბილისის შემოგარენს', თუ უკვეთავთ დედაქალაქის გარე მიდამოებში (წყნეთი, ზაჰესი, კოჯორი და სხვა). 

თუ ვერ იხსენებთ პაროლს, ის მარტივად შეგიძლიათ აღადგინოთ ავტორიზაციის გრაფების ქვეშ მითითებული წარწერიდან "დაგავიწყდათ პაროლი?".

პროდუქცია შეარჩიეთ ვებმაღაზიის სათანადო მენიუებში ან გამოიყენეთ ძებნის ველი. თითოეულ ბუნებრივ კოსმეტიკურ საშუალებას ერთვის სათანადო ანოტაცია. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

წარმატებულ შოფინგს გისურვებთ!