Back To Top

foto1 foto2 foto3 foto4 foto5
The first online shopping guide in Georgia

TOP.GE

მაღაზია 6pm.com ონლაინ შოფინგის სამყაროში საკმაოდ კარგად ცნობილი, გამოცდილი, მოთხოვნადი და საინტერესოა. მისი მთავარი მახასიათებელი უფასო გზავნაა ნებისმიერი თანხის შეკვეთაზე. ხშირად ცხადდება ფასდაკლება სხვადასხვა ბრენდის პროდუქციაზე, რომელიც მოიცავს როგორც ტანსაცმელს, ასევე ფეხსაცმელსა და აქსესუარებსაც. თუკი ფეისბუქზე მაღაზიის ოფიციალურ გვერდსაც დაუმეგობრდებით, მნიშვნელოვანი მოვლენა არასოდეს გამოგრჩებათ    FBfor6PM . 


თავდაპირველად ირჩევთ სასურველ ნივთს, უთითებთ ზომას, ფერს, რაოდენობას და ამატებთ კალათში. შემდეგ არსებულთაგან ირჩევთ ან ამატებთ სასურველ გზავნის მისამართს 





და ბარათის მონაცემებს. 
(ამანათის მიმღებისა და ბარათის მფლობელის სახელი და გვარი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს)

 

თუ გსურთ ყოველთვის მითითებული ბარათით გადახდა , აღნიშნავთ Use as my default payment. დააჭირეთ - Add your card. თუ ბარათი უკვე დამახსოვრებულია, შემდეგი ნაბიჯი: 


ბოლო ეტაპზე გადაამოწმეთ მითითებული ყველა მონაცემის სიზუსტე და დააჭირეთ შეძენას.

ბარათიდან თანხა ჩამოიჭრება შეკვეთის განთავსებიდან ნახევარ ან ერთ საათში.