Back To Top

foto1 foto2 foto3 foto4 foto5
The first online shopping guide in Georgia

TOP.GE

 

კიდევ ერთი გზა იმისათვის, თუ როგორ ვაქციოთ ონლაინ შოფინგის ისედაც საინტერესო და სახალისო პროცესი უფრო ეფექტურად და მომგებიანად: Cash Back - დახარჯული თანხის ნაწილის ანგარიშზე დაბრუნების შესაძლებლობა. კომპანია ebates პიონერია ამ სფეროში და დღემდე წარმატებით მუშაობს.

 

1998 წლიდან მოყოლებული უამრავ მომხმარებელს საერთო ჯამში უკვე 250მლნ.-ზე მეტი დოლარი აუნაზღაურდა. მყიდველს უბრუნდება აქციაში ჩართული კონკრეტული მაღაზიის მიერ მითითებული გარკვეული %. მთავარია სასურველი ვებ მაღაზია გახსნათ ამ გვერდიდან EBATES და გადახვიდეთ დავუშვათ amazon-ზე. ანაზღაურების მოსაპოვებლად თქვენს მიერ დაგროვილი %-ის ოდენობა უნდა იყოს $5.01-ზე მეტი, საანგარიშო პერიოდისთვის (ყოველ 3 თვეში: იანვარი-მარტი/აპრილი-ივნისი და ა.შ. თანხის მისაღებად უმჯობესია მიუთითოთ PayPal-ი). აგრეთვე შეგიძლიათ მუდმივად დააყენოთ დაბრუნების ღილაკი BUTTON, რომ არასოდეს დაგავიწყდეთ ან გამოგრჩეთ ეს სასარგებლო ჩვევა და გახადოთ ყიდვის პროცესი ბევრად უფრო სარფიანი! 

 

სისტემაში გაწევრიანება შეგიძლიათ როგორც ახალი რეგისტრაციით, აგრეთვე Facebook-ის ან Google-ის უკვე არსებული ანგარიშით.