Back To Top

foto1 foto2 foto3 foto4 foto5
The first online shopping guide in Georgia

TOP.GE

პლასტიკური ბარათი (სადებეტო თუ საკრედიტო) არის ფულის (გადახდის საშუალების) ალტერნატივა, გაცილებით უფრო ადვილი თან სატარებლად და მოსახერხებელი ყიდვისას.

მას შეიძლება ვუწოდოთ ელექტრონული ჩეკიც, რამდენადაც ოპერაციები სრულდება ვირტუალურ-ელექტრონულ დონეზე.

ყველა სხვა დანიშნულებასთან ერთად, პლასტიკური ბარათი შეუცვლელია ინტერნეთ შოფინგისას. დღესდღეობით საქართველოში წარმოდგენილი თითქმის ყველა ბანკის ბარათი გამოდგება ელექტრონული კომერციისათვის. გამონაკლისს წარმოადგენს ვიზა ელექტრონი და მასთერქარდის ის ბარათები, რომელთაც უკანა მხარეს მარჯვენა კუთხეში არ გააჩნია დამატებითი დამცავი სამნიშნა კოდი "CVV, CID, CVC ან CVV2". [Discover, Mastercard, Visa - 3 ნიშნა, ხოლო AmEx - 4 ნიშნა]

საქართველოში პოპულარული ვიზა ”ელექტრონი" გავრცელებულია თითქმის მთელ მსოფლიოში, გარდა შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიისა და ირლანდიისა.

არსებობს ონლაინ მაღაზიები, რომლებიც არ მოითხოვენ ზედმეტ დაცვას და უპრობლემოდ ატარებენ ხსენებული ტიპის ბარათებს (მაგ.: amazon.com, victoriassecret.com, 6PM.com და სხვა) მაგრამ აღსანიშნავია, რომ ასეთი მაღაზია თითქმის თითზე ჩამოსათვლელია და სხვა ყველა ითხოვს ბარათის საიდენტიფიკაციო დამატებით უსაფრთხოებას. ამდენად უფრო ოპტიმალურია ვიზა კლასიკი (გოლდი, პლატინუმი, ბიზნესი ან სხვა ნებისმიერი თუ გაქვთ კარგია, თუმცა შედარებით ძვირი და განსხვავებული საბანკო მომსახურების პირობებით)

თითოეულ ბანკს გააჩნია სხვადასხვა სახის პროდუქტი, შეთავაზება და გნებავთ აქცია , რომელიც აძლევს მომხმარებელს საშუალებას გააანალიზოს პირობები და აარჩიოს მისთვის საუკეთესო. არის ელექტრონული კომერციისათვის განგებ შექმნილი ბარათები, რომლებიც უფრო მეტადაა მორგებული ონლაინ შესყიდვის სპეციფიკას. მაგალითისათვის: E-Card ქართუ ბანკის ი-ქარდი , შექმნილი ონლაინ შოფინგისათვის.

უსაფრთხო შესყიდვებისათვის აუცილებელია დაიცვათ რამდენიმე პირობა, რის შესახებაც ინფორმაციას იხილავთ ბმულზე უსაფრთხოება ონლაინ შოფინგისას .

თუ თქვენ პირადად არ გაქვთ ბარათი, შეგიძლიათ მოახდინოთ შესყიდვა ოჯახის წევრის ბარათებით. სასურველია რომ ბილინგის მისამართი შეივსოს ბარათის მფლობელის სახელზე.

ასევე გაითვალისწინეთ, საკრედიტო (ბანკის მიერ კრედიტად გამოყოფილი თანხა) ბარათით ონლაინ შოფინგი არ არის 100% უსაფრთხო. 
ეცადეთ ისარგებლოთ სადებეტო (შეიტანთ საჭირო თანხას და ყიდულობთ) ბარათებით.

ჰაკერებს არ ძინავთ იყავით ფრთხილი და დაცული.