Back To Top

foto1 foto2 foto3 foto4 foto5
The first online shopping guide in Georgia

TOP.GE



yoox.com - მოდის სამყაროს ამაზონად წოდებული ელექტრონული ‪მაღაზია‬, რომელიც წელიწადში 2 მილიონ შეკვეთას აგზავნის მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, იტალიელმა ფედერიკო მარკეტიმ 2000 წელს დააარსა. საუკეთესო გემოვნებით მოწყობილი და გაფორმებული სათავო ‪ოფისი‬ მილანში მდებარეობს და ლამაზად ჩაცმის მოყვარულებს ყოველთვის ნაირგვარ არჩევანს სთავაზობს. ამავე ჯგუფს ეკუთვნის მაღაზიები thecorner.com და shoescribe.com მიუხედავად იმისა, რომ net-a-porter.com -იც იგივე პერიოდში შეიქმნა, მან ვერ შეძლო ‪yoox‬-ის მსგავსი პოპულარობისა და კაპიტალბრუნვის მოპოვება, რაც ფედერიკოს სწორ ფინანსურსა და მარკეტინგულ დაგეგმარებასა თუ სამომავლო სტრატეგიებზე მეტყველებს. მაღაზიაში 37 უმაღლესი დონის ‪მსოფლიო‬ ბრენდია წარმოდგენილი და კომპანია 1.6 მილიარდ ფუნტზე მეტად ფასობს. მისი საწყობები კი მომხმარებელთან სწრაფად მიწოდების უზრუნველსაყოფად ევროპის გარდა აშშ-ში, ჰონგკონგში, ცენტრალურ ჩინეთსა და იაპონიაშია განთავსებული. გასაყიდი პროდუქციის გადასაღებად 55 სტუდიაში 60 ფოტოგრაფი მუშაობს. თავად მარკეტი დიდძალი შემოსავლის მიუხედავად ავტომობილსაც კი არ ფლობს და სამუშაოდ ველოსიპედით დადის. ის აგრეთვე ეკოლოგიაზეც ზრუნავს. შეკვეთების შესაფუთი სრულად გადამუშავებული მასალისაგან შედგება, 2009 წელს კი კამპანია ‪‎yooxygen‬ წამოიწყო, რაც სხვადასხვა ეკომეგობრული ქმედებისკენაა მიმართული. ( http://goo.gl/o96Rbr )