Back To Top
მთავარია ვიცოდეთ ონლაინ შოფინგის უსაფრთხოების წესები, რათა თავიდან ავიცილოთ თანხის დაკარგვის რისკი. ამისათვის პირველ რიგში აუცილებელია გამოვყოთ ცალკე სადებეტო ბარათი, სასურველია დოლარის ანგარიშით, რომელსაც კონკრეტულად შესყიდვის ამ მეთოდისათვის გამოვიყენებთ.
ჩამოვთვალოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი:
1. გამოწერის ბოლო ეტაპზე, ბარათის მონაცემების შეყვანისას მნიშვნელოვანია ვებ მაღაზიის მისამართის ხაზში (ზემოთ) აღნიშნული იყოს https:// სადაც S (secure) ნიშნავს უსაფრთხოებას. ასევე ვებ გვერდის ქვემოთ, მარჯვენა მხარეს სასურველია იყოს დაკეტილი ბოქლომის გამოსახულება.
2. გვერდი უნდა იყოს აუცილებლად დაცული სხვადასხვა დაცვის პროგრამების საშუალებით (secured by), ქონდეს კარგი გამოხმაურებები სხვადასხვა საიტზე,
რომელიც რეკომენდაციას უწევს მაღაზიას მყიდველთათვის და აძლევს შესაბამის რეიტინგს.
3. ურიგო არ იქნება წავიკითხოთ და გავეცნოთ ვებ მაღაზიის უსაფრთხოების პირობებს (privacy policy)
4. გადახდის მეთოდებს შორის ყველაზე უსაფრთხო არის პლასტიკური ბარათით ანგარიშსწორება, რადგან ხდება ოპერაციების ლოგირება ბანკებისა და მაღაზიების შესაბამის პროგრამებში, რაც იძლევა თანხის დაბრუნების გარანტიას სხვადასხვა გაუთვალისწინებელ შემთხვევაში. ჩეკით ან საბანკო გადარიცხვით (money order ან paycheck) ანაზღაურება ნაკლებად დაცულია.
5. დაიმახსოვრეთ, არასოდეს და არანაირი შეთავაზების ხათრით არ გაცეთ თქვენი ბარათის მონაცემები. არ გააგზავნოთ ის მეილით. ბევრი მაღაზია ითხოვს პასპორტისა და ბარათის ასლებს ფაქსით, ეს ხდება თქვენივე უსაფრთხოებისათვის და გაყალბების თავიდან ასაცილებლად. თუმცა მითითება არის, რომ ბარათის ასლის გადაგზავნისას დაფარულ იქნას შუა 8 ციფრი (ბარათის სრული ასლის მოთხოვნის შემთხვევაში გირჩევთ არ ისარგებლოთ ვებ მაღაზიის მომსახურებით)
6. ნუ წამოეგებით საეჭვო რეკლამებზე ფასდაკლებებისა და სხვა თქვენთვის ერთი შეხედვით მომგებიანი აქციების შესახებ, თუ ისინი არ არის უშუალოდ მაღაზიის მიერ გამოგზავნილი ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართიდან. ყველა სერიოზულ ონლაინ მაღაზიას გააჩნია საკუთარ დომენზე დარეგისტრირებული ელ. ფოსტა (მაგ:. This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. და ა.შ.)
7. ეცადეთ ყურადღებით დააკვირდეთ გამოწერის დასრულებისას ბარათის მონაცემების შესაყვან გვერდს. ხშირად მონიშნულია პუნქტი "დაიმახსოვრე ჩემი ბარათი მომავალი შესყიდვებისათვის" (remember my card). მართალია, დამახსოვრებისას ბარათის მონაცემები არის კოდირებული, მაგრამ მაინც არ არის სასურველი მისი შენახვა. შესაბამისად მოხსენით მსგავსი პუნქტის მონიშვნა. მართალია , ყოველ ყიდვაზე მოგიწევთ ბარათის მონაცემების ხელახლა შეყვანა, მაგრამ იქნებით უფრო დაცული.
8. ბევრი თაღლითი მაღაზიის სახელით უგზავნის მომხმარებელს მეილებს თხოვნით, რომ მიაწოდონ განახლებული საბანკო ინფორმაცია. არ წამოეგოთ მსგავს ქმედებას. ლეგალური ონლაინ მაღაზია არასოდეს მოგთხოვთ მსგავს ინფორმაციას მეილით.
9. ეცადეთ მოიპოვოთ ინფორმაცია ნაკლებად პოპულარული ონლაინ მაღაზიების შესახებ, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტთ პროდუქციის შეძენას.
ბარათით გადახდისას გასათვალისწინებელი აუცილებელი პირობები:
ონლაინ შოფინგისათვის უმეტესად გამოიყენება ვიზის ან მასთერქარდის (ასევე ამექსი, დისქავერი) ტიპის ბარათები, რომელსაც გააჩნია СVV (Card Verification Value) 3 ციფრიანი კოდი, (AmEx-ის შემთხვევაში 4 ციფრიანი) განთავსებული ბარათის უკანა მხარეს, მარჯვნივ ბოლოში. ეს არის ბარათის საიდენტიფიკაციო დამატებითი უსაფრთხოების ნიშნული.
თუმცა რამოდენიმე მაღაზია ამ კოდს არ ითხოვს გამოწერისას. (მაგ:. amazon.com, victoriassecret.com)
პირადი ინფორმაციის შევსებისას აუცილებელი გრაფები აღნიშნულია ვარსკვლავით (*). დანარჩენი შეგიძლიათ დატოვოთ ცარიელი.
მთავარია შეივსოს ბარათის მონაცემები სრულად (ნომერი, 3 ციფრიანი დამცავი კოდი, მოქმედების ვადა და მფლობელის სახელი/გვარი), ბილინგ billing (მყიდველის საიდენტიფიკაციო) მისამართი ივსება აუცილებლად ბარათის მფლობელზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საიტზე არ არის ქვეყანა საქართველო, ამაზე ვისაუბრებთ შემდგომ) shipping (გზავნის) მისამართში კი იწერება ამანათის მიმღების (გადამზიდი კომპანიის შემთხვევაში, მათი) მონაცემები.