Back To Top

foto1 foto2 foto3 foto4 foto5
The first online shopping guide in Georgia

TOP.GE

 



1. რა არის coupon code და რისთვის გამოიყენება იგი?
ეს არის კოდი, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა ონლაინ მაღაზიაში შეგვიძლია მოვიპოვოთ ფასდაკლებები. არსებობს კოდებისათვის გამოყოფილი ცალკეული ვერ გვერდები, სადაც search-ის (ძიების) მეშვეობით ხდება სასურველი მაღაზიის ფასდაკლებების მოძებნა. ეს შესაძლებელია მარტივად, Google-ის გამოყენებითაც, თუკი საძიებო ველში მივუთითებთ მაგ.: "victorias secret coupon ან promo codes". ასეთი კოდები მოდის მეილის საშუალებითაც დარეგისტრირებულ მყიდველებთან. კოდების საძიებო გვერდებია:
www.retailmenot.comwww.tjoos.comhttp://www.freeshipping.org/ და სხვა მრავალი.


2. როდესაც სასურველი ნივთები არჩეულია და გადავდივართ უშუალოდ გამოწერის/ყიდვის პროცესზე, ყურადღებით დააკვირდით მისამართებისა და ბარათის მონაცემების შესაყვან გვერდებს. უმეტეს შემთხვევაში ნახავთ პატარა გრაფას enter promo code ან coupon code (შეიყვანეთ ფასდაკლების კოდი). ეს კოდი თქვენ მოპოვებული გაქვთ საძიებო გვერდების ან უშუალოდ იმ მაღაზიის შემოთავაზებით (მთავარ გვერდზე), რომლიდანაც ახდენთ ნივთის შესყიდვას.

3. საინტერესოა, რომ ამაზონზე დარეგისტრირებული მომხმარებელი ამავდროულად ავტომატურად რეგისტრირებულია ვებ მაღაზიაზე: 
www.myhabit.com და შეუძლია გამოიყენოს ერთი username (მომხმარებლის სახელი) და password (პაროლი) შესყიდვებისათვის. (2 მაღაზია = 1 მომხმარებლის სახელი და პაროლი)
იგივე პრინციპი აქვს მაღაზიას oldnavy. შეგიძლიათ ერთი რეგისტრაციით ისარგებლოთ მაღაზიებში piperlime.com, bananarepublic.com, gap.com და athleta.com (5 მაღაზია = 1 მომხმარებლის სახელი და პაროლი)

4. თუ პირველად იწერთ რომელიმე მაღაზიიდან და არ ხართ დარწმუნებული, გავა თუ არა თქვენი ბარათი მათ სისტემაში - ან თუ გარისკეთ და თანხა დაგებლოკათ ხოლო შეკვეთა გაუქმებულია...შეგიძლიათ მიმართოთ ბანკს, წარუდგინოთ გაუქმების შესახებ მოსული ელექტრონული შეტყობინება და აღადგენინოთ თანხა ხელმისაწვდომ სტატუსში. (უმეტესად ეს მეთოდი წარმატებულია, დამოკიდებულია ბანკზე) გაეცანით სტატიას "თანხის ბლოკირება"

5. თუ თქვენ მოგეწონათ რომელიმე ვებ მაღაზია, რომელიც მდებარეობს ევროპის ქვეყნებში - ნუ აღელდებით. გამოწერა შესაძლებელია, მთავარია ქვეყნების ჩამონათვალში ქონდეს Georgia ან USA. გადაგზავნით გადამზიდის ამერიკულ მისამართზე და შემდეგ ისინი ჩვეულებრივ ჩამოიტანენ საქართველოში.

6. თუ ონლაინ მაღაზია, რომელსაც სიაში საქართველო არ აქვს, გადამზიდის billing (სარეგისტრაციო) და Shipping (გზავნის) მისამართების შევსებისას ანკეტაში არ ღებულობს მითითებულ ტელეფონის ნომერს, დააკვირდით, ხომ არ არის მინიშნება სადმე, რომ ნომერი უნდა იყოს დაწერილი ტირეებით, კოდით ან მათ გარეშე. სცადეთ სხვადასხვა ვარიანტი. მაგ.: ***-***-**-** , ***-*******, ********** და ა.შ.

7. ფასდაკლებების დროს ხშირად ხდება, რომ სასურველი ნივთი აღარ არის საწყობში (Backordered) და მიწერილია თარიღი, თუ როდის შეიძლება ყიდვა. 
ჯობია ასეთი ნივთი საერთოდ არ ჩააგდოთ კალათში, რადგან უმეტესობა შემთხვევაში ის აღარ ბრუნდება გაყიდვაში დროულად და შემდეგ უნდა წეროთ წერილები, რომ თანხა დააბრუნონ ან შეცვალონ სხვა ნივთით.

8. თუ გამოწერისას შიდა (ამერიკაში) გადამზიდი არის USPS საფოსტო კურიერი, ეცადეთ ისეთ დროს შეიძინოთ, რომ მიტანა არ დაემთხვეს შაბათ-კვირას, რადგან ჩაბარებისას არ ითხოვენ ხელმოწერას (Signature) ან ტოვებენ პირდაპირ მითითებული მისამართის ეზოში/კართან. ამ დროს გადამზიდი არაა დამნაშავე ამანათის დაკარგვაში და არ ეკისრება პასუხისმგებლობა.

9. როდესაც მაღაზია ამანათს გადაცემს ფოსტას ადრესატამდე მისატანად, საჭიროა 12-დან 24 საათამდე პერიოდი, რომ ფოსტის ვებ გვერდზე მოხდეს გზავნილის ადგილმდებარეობის/გადაადგილების ასახვა. მანამდე დაიხანავთ მხოლოდ წარწერას electronic shipping notice received ან electronically notified. ეს გულისხმობს, რომ ფოსტას ელექტრონული სახით გადაეცა ინფორმაცია ახალი გზავნილის შესახებ.

10. ონლაინ აუქციონზე bidz.com სამკაულის ან სხვა. მოგებისას თუ თქვენ თვლით, რომ აღარ გსურთ შეძენა - უკავშირდებით Live Chat (ონლაინ დახმარება) ოპერატორს და გააუქმებინებთ შედეგებს, თუმცა ეს მეთოდი ყოველთვის არ ჭრის და უმჯობესია მეტი ყურადღება გამოიჩინოთ შერჩევისას.

11. რამდენადაც განბაჟებამდე ლიმიტი შეადგენს 300 ლარს, ქვეყნის საზღვარზე ერთ დღეს შემოსული ამანათების ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 300-ს. სხვა შემთხვევაში მოგიწევთ განბაჟება. დაიტოვა თუ არა თქვენი ამანათი საბაჟომ, შეგატყობინებთ ფოსტა ან გადამზიდავი კომპანია. 300 ლარი არის მხოლოდ ნაყიდი ნივთების სუფთა ღირებულება შიდა და საერთაშორისო გადაზიდვის გარეშე. 

12. ვებ მაღაზიაზე JCP.com რეგისტრაციისას BILLING მისამართის ანკეტაში City/Region/Zip code გრაფაში ვწერთ (მაგალითისათვის) Tbilisi / Vake / 0179 , ხაზსა და სიტყვას შორის სივრცით.