Back To Top
აქ მოყვანილია შესყიდვის მაგალითი Victoria's Secret-ზე რეგისტრაციიდან-შეძენამდე.
პრინციპი უმეტესობა შემთხვევაში ერთი და იგივეა ყველა ონლაინ მაღაზიისათვის - მეტ-ნაკლები სხვაობით.
1. ვიწყებთ რეგისტრაციას
2. ვქმნით ანგარიშს:
3. ვავსებთ ანკეტას, სარეგისტრაციო მისამართში ირჩევა International Billing Address და Georgia:
4. შემდეგი ეტაპი - ნივთის შერჩევა და მომზადება საყიდლად: ზომა, ფერი, რაოდენობა, დამატება.
5. ნივთი მოთავსებულია ჩანთაში, არის მარაგში და მზადაა საყიდლად:
6. თუ გსურთ ამანათი მიიღოთ პირდაპირ საქართველოში, შუამავალი კომპანიის გარეშე, გზავნის მისამართში ირჩევთ "My Billing Address"-ს, თუ გადამზიდი კომპანიით - "Other Address": *
7. გზავნის მეთოდის შერჩევა ხდება იმის მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად გინდათ ამანათის მიღება (საერთაშორისო გზავნის მაგალითი) ეს ეხება მხოლოდ იმ ნივთებს, რომელიც მარაგშია (In-stock):
8. ადგილობრივი (ამერიკის ფარგლებში) გზავნის შერჩევა - როდესაც ვსარგებლობთ გადამზიდი კომპანიის სერვისით (ყველაზე იაფიანი გზავნა ჯდება 10$ - ყველა დანარჩენი თანხები ემატება ამ 10$-ს, სისწრაფის მიხედვით):
9. ამ ველში შეგვყავს ფასდაკლების ან უფასო გზავნის კოდი, იმის მიხედვით თუ რომელი მოგვეპოვება (თუ არ გვაქვს, ვტოვებთ ცარიელს), მოქმედებს მხოლოდ ამერიკის ფარგლებში (შიდა) გზავნის დროს:
10. შეგვყავს პლასტიკური ბარათის მონაცემები და ვასრულებთ (ვაჭერთ ყიდვის ღილაკს):
შენიშვნა: თუ ნივთი არ არის მარაგში (Backordered), ვცვლით ზომას და ფერს, სანამ არ გამოჩნდება სტატუსი - In Stock. სხვა შემთხვევაში მოცემულ ნივთს აღარ ვყიდულობთ.
* დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ თემაში ”როგორ გამოვიწეროთ”