Back To Top

foto1 foto2 foto3 foto4 foto5
The first online shopping guide in Georgia

TOP.GE

ინტერნეტ სივრცეში სხვა პროდუქციასთან ერთად შეხვდებით ძვირფას აქსესუარებსაც, რომლებიც თავისი სილამაზითა და მრავალფეროვნებით იქცევენ ყურადღებას. შესაბამისად დიდია ცდუნებაც და რაც უფრო ვაკვირდებით, მით უფრო იზრდება შეძენის სურვილი. მიუხედავად მიმზიდველობისა, აუცილებელია ვიცოდეთ რას ვყიდულობთ და ღირს თუ არა ნამდვილად იმდენი, რაც მითითებულია. სამკაულის უმეტესობას ახლავს განმარტება, მაგრამ მოცემულია ბევრისათვის გაურკვეველი მახასიათებელი ან დეტალები უბრალოდ ყურადღების მიღმა რჩება. მოგაწვდით რამდენიმე ძირითად ნიშნულს, რის მიხედვითაც შესაძლებელია ხარისხის ამოცნობა და საჭიროების განსაზღვრა. 

ოქრო:
________

მარკირება დამოკიდებულია წარმომავლობის ქვეყანაზე. აშშ-ში შეხვდებით შემდეგ ფორმატს: 10K, 14K, 18K. ბრიტანეთში 9K , 12K ხოლო ევროპაში, ისევე როგორც ჩვენთან 417 (ხანდახან 415), 585, 750. შესაძლებელია იყოს მითითებები GE, HGE, RGP, GF, or 1/10, 1/20, or 1/30, რაც ნიშნავს, რომ ოქრო არ არის და მისი შემცველობა უაღრესად მცირეა. ხოლო 925 ან „sterling“ მიუთითებს მოოქროვილ ვერცხლზე. ბაჯაღლოს აღნიშვნაა 24K, დანარჩენი განზომილებები კი შეფარდებითი წილით გამოითვლება. 
მაგალითად 10K არის 24-დან 10 წილი ოქროს შემცველობა, აგრეთვე 14/24 ან 18/24. 
10/24 გვაძლევს 0.417-ს - ე.ი. 1000-ზე სულ 417 არის ოქროს შემადგენლობა, რის მიხედვითაც გამოიყვანება ევროპული შესაბამისობა და უდრის 
0.417 * 100 = 41.7%ოქროს. შესაბამისად 14K - 14/24 = 0.585გვაძლევს 58.5%. 18K - 18/24 = 0.750 = 75%ოქროს შემცველობა.

ბრილიანტი:
______________

ფასდება სისუფთავისა და გამჭვირვალობის ხარისხის მიხედვით. The Gemological Institute of America’s (GIA) მიერ დადგენილი სტანდარტებით ბრილიანტის ხარისხი განისაზღვრება ანბანის მიხედვით D-დან Z-მდე. სადაც D არის 100% სუფთა, უფერო და გამჭვირვალე ბრილიანტი. შემდეგ კი გრადაცია იცვლება მოყვითალოდან ყავისფრამდე. ონლაინ მაღაზიებში წარმოდგენილ სამკაულში ეს ძვირფასი თვალი გვხვდება ძირითადად მომდევნო აღნიშვნით: 

- სუფთა ბრილიანტი, ძალიან იშვიათი და ძვირად ღირებული
E-F - გამჭვირვალე. უაღრესად რთულია ფერის მცირედ შენიშვნაც კი, აგრეთვე იშვიათი და ძვირფასი.
G-H თითქმის უფერო. განსხვავება შეინიშნება მხოლოდ უფრო მაღალი ხარისხის ბრილიანტთან შედარებისას. იშვიათი, მაგრამ ნაკლებად ძვირად ღირებული კატეგორია.
I-J - მცირედ, შეუმჩნევლად დაფერილი, თითქმის სრულად გამჭვირვალე. უმაღლესი ხარისხის, გამოიყენება საქორწინო ბეჭდებსა და სადღესასწაულო ნაკეთობებში.
K-M - მსუბუქი მოყვითალო შეფერილობისა და ნაკლები ხარისხის, ხშირად გამოყენებადი.
N-
Z - შესამჩნევად მოყვითალო ელფერი, ეს კატეგორია არ ითვლება ძვირფას თვლებში და ხასიათდება, როგორც ნახევრად ძვირფასი.

აგრეთვე გასათვალისწინებელია სიწმინდის ხარისხის მაჩვენებელიც, რომელიც გამოისახება შემდეგნაირად (ხარისხის კლებადობის მიხედვით): უნაკლო, თითქმის უნაკლო, VVS1, VVS2, VS1, VS2, Sl1, Sl2, I1, I2, და I3 - სულ 11 თანრიგი (ზოგჯერ მითითებულია Sl3, რაც შეუძლებელია და არის აფერისტობა, რამდენადაც სტანდარტების მიხედვით მსგავსი კატეგორია არ არსებობს)






ყოველთვის ყურადღებით გაეცანით ინფორმაციას შესაძენი ნივთების შესახებ, შეარჩიეთ სამშვენისი მართებულად და ნუ დაიხარჯებით ზედმეტად. მოერიდეთ სამკაულს, რომელსაც არ ახლავს ხარისხის დეტალური განმარტება.