ეს არის ადგილი, სადაც შეარჩევთ და შეიძენთ ყველა სახის პროდუქციას ხელსაყრელ ფასად. როგორც ნებისმიერი სხვა ონლაინ მაღაზიის შემთხვევაში, ჩინურ aliexpress-ზეც სასურველია, რომ თავდაპირველად გაიაროთ რეგისტრაცია ან უბრალოდ დაკავშირდეთ Facebook-ის უკვე არსებული ანგარიშით. რეგისტრაციის პრიორიტეტების შესახებ აღნიშნულია თემაში "როგორ გამოვიწეროთ", ამიტომ ზედმეტად აღარ გავამახვილებთ ყურადღებას. გთავაზობთ დასურათებულ სახელმძღვანელოს ვებ მაღაზიით სარგებლობისთვის:
მისამართს უთითებთ იმის მიხედვით, თუ სად გსურთ გაგზავნოთ შენაძენი. გზავნის მეთოდის სისწრაფისა და ფასის მიხედვით წყვეტთ, თუ რომელი ვარიანტი იქნება უკეთესი - წავიდეს აშშ-ში, გადამზიდავ კომპანიასთან და შემდგომ მათ ჩამოიტანონ საქართველოში თუ ჩინეთიდან მოგეწოდოთ პირდაპირ საცხოვრებელ/სასურველ მისამართზე.
აუცილებლად ყურადღებით გაეცანით მიწოდების ვადებს, დროს შეძენიდან გზავნამდე და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. არ დააჭიროთ მიღების დასტურის ღილაკს მანამ, სანამ რეალურად არ შეამოწმებთ ჩამოსულ ნივთებს და დარწმუნდებით შეკვეთის სისრულეში. თქვენს თანხას იცავს PayPal-ის მსგავსი Escrow სისტემა, რომელიც სრულად დაგიბრუნებთ ფულს თქვენს მიერ პირობების სწორად შესრულების შემთხვევაში.
თუ იცით რას ეძებთ კონკრეტულად:
მოძიების შემდეგ:
გადახდის ფორმა:
შემდგომ:
მიღება:
საჭიროების შემთხვევაში:
პრუდუქციის შესახებ შეკითხვის არსებობის შემთხვევაში
დაუკავშირდით Aliexpress-ის მომსახურების ცენტრს.