Back To Top
Find Gifts Under $10 + Get Free Shipping at Bonanza.com!
Free Shipping on Millions of Products at Bonanza.com! < -- დააჭირეთ აქ.
სავაჭრო სივრცე BONANZA (ოქროს საბადო) დასახელდა მომხმარებელთათვის საუკეთესო გარემოდ და 2014 წელს რეიტინგით გადაუსწრო amazon-ს, ebay-სა და etsy-ს. დაარსდა 2007 წელს, მას შემდეგ, რაც გაღიზიანებული დამფუძნებელი უშედეგოდ იდგა ფასდაკლების ცოცხალ რიგში. დახარჯულმა დრომ, ენერგიამ და თანხამ შთააგონა ბილ ჰარდინგი შეექმნა მარტივად და ადგილიდან გაუსვლელად სავაჭროდ განკუთვნილი ვირტუალური გარემო. ბონანზა ითვლება იბეის საუკეთესო ალტერნატივად და საკმაოდ იოლია სარგებლობისთვის. ანალოგიური პრინციპით აქ დარეგისტრირებულია მრავალი სხვადასხვა კუთხის ბინადარი, რომელიც მსურველს სთავაზობს ფართო და გამორჩეულ არჩევანს. რეიტინგის შემოწმების ხერხი იგივეა, რაც eBay-ზე. ნივთის არჩევისას იხსნება გამყიდველის პროფილი და ჩანს საყიდლების სია. კონკრეტული ნაწარმის შერჩევისას სურათის გვერდით, მარჯვენა მხარეს, აღნიშნულია გამყიდველის შესახებ ინფორმაცია, გზავნის ფორმა და სხვა დეტალები.
შესყიდვა კი განსხვავდება. თავდაპირველად ხდება სასურველი პროდუქტის არჩევა და მოთავსება კალათში. საბოლოო გაფორმებისთვის აჭერთ ღილაკს "Submit your order for approval". ხდება შეკვეთის მიღება და 1-2 დღეში გამყიდველი გიგზავნით გადახდისა და სხვა ინფორმაციას. ბმულზე Payment Options შეკვეთის გაფორმებამდე შეგიძლიათ მიუთითოთ სასაჩუქრე ან ფასდაკლების კოდი, თუ ასეთს ფლობთ.
თუკი რამე მიზეზით აღარ გსურთ ნივთის შეძენა, შესაძლებელია იქვე გააუქმოთ, როგორც აღნიშნულია სურათზე.
გარდა შესყიდვისა, ბონანზა გაძლევთ საშუალებას შექმნათ საკუთარი ონლაინ მაღაზია/კუთხე და გაყიდოთ ყოველგვარი დამატებითი პირველადი გადასახადის გარეშე. სკომისიოს იხდით მხოლოდ მაშინ, როდესაც შეძლებთ პროდუქციის წარმატებით რეალიზაციას. საწყის ეტაპზე თქვენი ცნობადობის ასამაღლებლად ძირითად საორგანიზაციო და სარეკლამო ხარჯს გაწევს თავად კომპანია. ამისათვის საჭიროა მხოლოდ დააჭიროთ სასურველ ბმულს გაყიდვის არჩევანის ჩამონათვალში გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში.
საიტზე ზოგადი რეგისტრაცია სრულდება სტანდარტულად ან უბრალოდ გუგლისა და ფეისბუქის არსებული ანგარიშების დახმარებით.