Back To Top

foto1 foto2 foto3 foto4 foto5
The first online shopping guide in Georgia

TOP.GE

რა უნდა ვიცოდეთ ნივთის ონლაინ ყიდვის შესახებ: 


ყველა ვებ მაღაზიას მთავარ გვერდზე აქვს ფუნქცია Register/Create account

შევდივართ და ვრეგისტრირდებით სასურველ მათგანზე. ზოგიერთი თავიდან ითხოვს მხოლოდ პირად მონაცემებს და მეილს. სხვები – მისამართებსაც. 

Billing (მისამართი, რომელიც მითითებული გაქვთ საბანკო ხელშეკრულებაში ბარათის აღებისას) ანკეტაში ივსება ყველა აუცილებელი გრაფა, რომელიც აღნიშნულია ფიფქით *. იმ საიტებზე, სადაც Drop down (ჩამოსაშლელი) სიაში მოიპოვება საქართველო, ვწერთ ქართულ მისამართს. 

თუ ვებ მაღაზიას არ გააჩნია სხვა ქვეყნებში გზავნა ან საქართველო არ არის მათ სიაში, მაშინ ბილინგშიც ვავსებთ გადამზიდი კომპანიის (ანუ გზავნის, მიმღების) მისამართს. 


შესაძლებელია გამოწერა წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც. აირჩევა სასურველი ნივთები, მოთავსდება კალათში (Basket) ან ჩანთაში (Bag) და ხდება გამოწერა (Checkout)
შემდეგ ივსება მისამართების ანკეტები.

რეგისტრაციის პრიორიტეტი მდგომარეობს შემდეგში:
დამახსოვრებულია მონაცემები და არ გიწევთ ყოველ ჯერზე თავიდან აკრეფა. გაქვთ საშუალება ამანათის სტატუსი შეამოწმოთ შეკვეთის ისტორიის მონაცემებით (My account - Order history), ასევე იქონიოთ რამოდენიმე გზავნის მისამართი (უმეტესობა ვებ მაღაზია იძლევა ამის ნებას).

მისამართის შევსებისას შეიძლება ვებ გვერდმა ამოგიგდოთ თავისი ვერსია, თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერი სწორად შეავსეთ – იგნორირება გაუკეთეთ ამ შემოთავაზებას.

შემდეგი ეტაპია ბარათის მონაცემების მითითება. იწერება 16 ნიშნა კოდი, მოქმედების თარიღი, მფლობელის სახელი და გვარი (როგორც მითითებულია ბარათზე) და თუ საჭიროა CVV კოდი (ბარათის უკანა მხარეს მდებარე 3 ნიშნა – თუ ეს ვიზა ან მასთერქარდია და 4 ნიშნა, თუ ამექსია). 

დაასრულეთ შევსება? რა არის შემდეგი მოქმედება? 

ძირითადად ეს არის ყიდვა, თუმცა ზოგ შემთხვევაში არის კიდევ ერთი – მიმოხილვის ეტაპი. ყიდვისას კიდევ ერთხელ ყურადღებით გადახედეთ გვერდს და დააჭირეთ Purchase/place order ღილაკს. მიმოხილვაზე გადასვლისთვის აჭერთ Next/Proceed და ბოლოს ასრულებთ იგივენაირად (purchase/place order).

შესყიდვის დასრულებისთანავე ან 1 საათის ფარგლებში მეილზე მიიღებთ დასტურის წერილს (Order Confirmation), რაც აღნიშნავს, რომ შეკვეთა ასახულია. საბოლოო წარმატებისათვის მთავარია მოვიდეს (2-3 დღეში, ზოგჯერ მეტში) გზავნის დადასტურება (ამანათი გაიგზავნა მითითებულ მისამართზე) – Shipping confirmation და Tracking ნომერი, რომლის საშუალებითაც მეილში მითითებულ შიდა გადაზიდვის საფოსტო ვებ გვერდზე (UPS, FedEx, USPS…
ადევნებთ თვალს ამანათს, სანამ არ იქნება მიტანილი საწყობში (Delivered).

გილოცავთ, თქვენ წარმატებით შეიძინეთ სასურველი ნივთი, რომელიც უკვე არის გადამზიდ კომპანიასთან და მის ვებ გვერდზე, პირად ოთახში ამოწმებთ სტატუსს საქართველოში საბოლოო მიღებამდე. ამანათის გაცემაზე მიიღებთ SMS შეტყობინებას.

 

N.B. ხშირად მაღაზია უარს ამბობს ამერიკის გარეთ გაცემული ბარათით თანხის მიღებაზე. ჩვენ მაინც ვცდილობთ შეძენას და შედეგად თანხა  ადადის ბლოკირებაში (ასე ვთქვათ იყინება) 1 თვით ან 45 დღით, გააჩნია სერვისის მომწოდებელ ბანკს.
თავიდან რომ ავიცილოთ მსგავსი ინციდენტი, სასურველია წინასწარ დავუკავშირდეთ მაღაზიას მეილის ან Live Help ფანჯრის საშუალებით (ასევე ნახეთ Customer Service-ში Shipping info და Payment Details) , რომ კონკრეტულად გავარკვიოთ ყველა დეტალი.

დამატებითი კითხვები ელ. ფოსტაზე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.